6 აპრილს, გამთენიისას 05:00 საათზე რუსეთმა კიევზე მასობრივი საჰაერო იერიში მიიტანა, დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა — 3.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამზე” დაწერა, რომ მსხვერპლის ცხედარი ქუჩაში, აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს, დარნიცკის უბანში იპოვეს. უკვე მოხდა მისი იდენტიფიცირება.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა განაცხადა, რომ თავდასხმა შეეხო კიევის დარნიცკის, ობოლონსკის და სოლომიანსკის რაიონებს.
სამსახურისვე ცნობით, ხანძარი გაჩნდა კორპუსში, სადაც არავინ ცხოვრობს, ხოლო ახლოს მდებარე 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
მანამდე, დაახლოებით 02:00 საათზე კიევში ასევე ისმოდა აფეთქება.
უკრაინა დათანხმდა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ზავს, რომელიც 11 მარტს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, მას არ დათანხმდა რუსეთი.