უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსებმა ქვეყნის სამხრეთით მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 23 კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
უკრაინის სამხრეთ სარდლობის პრესსპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტიდან მიკოლაივის მიმართულებით წუხელ „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა ისროლეს. რაკეტებმა საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან თავის ასარიდებლად ტრაექტორია შეიცვალეს.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მიკოლაივში სამაშველო ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს.