20 მარტის ღამეს რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა.
უკრაინის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, დრონებით დაბომბვამ გამოიწვია ხანძარი და დააზიანა შენობები. დაშავებულთა შორის, სულ მცირე, სამი მოზარდია.
უკრაინის ცნობით, რუსეთმა 214 ირანული დრონით თავდასხმა რამდენიმე რეგიონში განახორციელა. მათივე თქმით, უკრაინამ 114 დრონი ჩამოაგდო და 81 „იმიტაციური“ უპილოტო საფრენი აპარატი გაანაეიტრალა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდასხმა მოხდა ოდესის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიგოვის რეგიონებზე.
„ოდესის რაიონში ოკუპანტების დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და რამდენიმე მაღაზიაში, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი. დაშავდა სამი ბავშვი. ზაპორიჟიეში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი. დაზიანდა სახლები და მანქანები.
რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა მკაცრი სანქციებით და გაძლიერებული თავდაცვითი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნისთვის, გზას უხსნის ამ ტერორისა და რუსეთის მიერ გახანგრძლივებული ომის დასრულებას. ველოდებით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-სგან, ევროპისგან და ჩვენი ყველა პარტნიორისგან“, — აცხადებს ზელენსკი.
თავდასხმისას ოდესაში იმყოფებოდა ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი.
President of Czechia Petr Pavel arrived in Odesa as the city was under a massive Russian drone attack.
Czechia has been standing firmly with Ukraine during the war. Thankful to the people and government of Czechia for your support!
pic.twitter.com/JPXi2awQ0h
— Anton Gerashchenko (@Gerashchenko_en) March 21, 2025
პეტრ პაველის თქმით, უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება გზაშია. მისი განცხადებით, უკრაინას უგზავნიან საბრძოლო და სამედიცინო აღჭურვილობას.
„ჩავედი უკრაინაში, ოდესაში, რომელიც ომის დაწყებიდან ეწინააღმდეგება რუსეთის აგრესიას. დახმარება ჩეხეთის რესპუბლიკიდან გზაშია საბრძოლო მანქანების, დრონების, დამცავი ჟილეტების სახით. ასევე სამედიცინო აღჭურვილობა, როგორიცაა სასუნთქი აპარატები და საავადმყოფოს საწოლები“, — წერს ჩეხეთის პრეზიდენტი.