რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ცნობით, დაიღუპა 10 ადამიანი, მათ შორის შვიდი პოლიციელი, მედიკოსი და ორი ადგილობრივი მცხოვრები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაშავდა 44 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაწერა, რომ თავდასხმა მოხდა ქალაქის საცხოვრებელ უბანზე, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, უნივერსიტეტი და ადმინისტრაციული შენობა. მისი თქმით, ეს თავდასხმა არ იყო „შემთხვევითი“.
„რუსეთი აჩვენებს იმას, რაც მას რეალურად აინტერესებს: მხოლოდ ომი“, – დაწერა ზელენსკიმ.