რუსეთმა, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას - ოსტინი ე.წ. 3+3 პლატფორმაზე

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის თქმით, ბოლო პერიოდში გაჟღერებულ ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით მისი პოზიციაა, რომ რუსეთმა ახალი პლატფორმების წინ წამოწევის ნაცვლად, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

„რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ამ საკითხთან დაკავშირებით აღვნიშნავ, რომ რუსეთმა, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, პირველ რიგში, პატივი უნდა სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას, სანამ ახალ პლატფორმებზე დაიწყებს სუაბარს“, – განაცხადა ოსტინმა ე.წ. 3+3 პლატფორმაში საქართველოს შესაძლო ჩართულობის შესახებ შეკითხვის პასუხად.

ოსტინის განცხადებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგასთან ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის რეფორმების გაგრძელებაში. ამასთან, მისი ვიზიტი ემსახურება საერთაშორისო მისიებში საქართველოს მიერ  შეტანილი წვლილის აღიარებას.