რუსეთმა „ქართული ლეგიონი" ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

პუბლიკა

რუსეთმა „ქართული ლეგიონი” ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა – ინფორმაცია პროსახელისუფლებო რუსულმა მედიამ FSB-ზე დაყრდნობით გაავრცელა.

FSB-ში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მიიღეს არსებული „მტკიცებულებების” საფუძველზე – ისინი „ქართულ ლეგიონს” ბრალს სდებენ რუსეთის ტერიტორიაზე „საბოტაჟებისა და ტერორისტული აქტების” ორგანიზებაში.

„ქართული ლეგიონის” არაერთ წევრს რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა აქვს მისჯილი და შეყვანილია ძებნილთა სიაში.

გუშინ, 13 ივნისს ცნობილი გახდა ისიც, რომ ოკუპანტებმა მოწამლეს ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი. ამის შესახებ ცნობები უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, არჩილ ხოფერიამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მამულაშვილი ცოცხალია და „ბრძოლას განაგრძობს”.