რუსეთმა ქვეყნიდან დაახლოებით 40 000 უკრაინელი იძულებით გაიყვანა - ვერეშუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერის  ირინა ვერეშუკის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 40 000 უკრაინელი იძულებით გაიყვანეს.

„ოკუპანტი ცინიკურად იტაცებს ათასობით ადამიანს საბრძოლო მოქმედებების არეალიდან და დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რის შემდეგაც უცნობი მიმართულებით გაჰყავს.

მათ კვაზი-ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მიამგზავრებენ, რომლებსაც რუსეთი უკრაინასთან შეუთანხმებლად ქმნის“, – განაცხადა ირინა ვერეშუკმა.