სერგეი ლავროვმა „თალიბანის” მთავრობის პირველ დიპლომატს რუსეთში აკრედიტაცია მისცა. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, დიპლომატი მოსკოვში თებერვალში ჩავიდა.
ავღანეთის მეზობელ ქვეყნებთან შეხვედრაზე ლავროვმა აღნიშნა, რომ თალიბანის ახალი ადმინისტრაცია „მთლიანობაში ახერხებს სახელმწიფოს მართვას“.
თალიბები ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოს დასაწყისში მოვიდნენ და ჩამოაყალიბეს მმართველობა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევს. თალიბების მოძრაობა ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის რუსეთში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად. რუსეთის ხელისუფლება რეგულარულად მართავს შეხვედრებს თალიბებთან მოსკოვში.