რუსეთის უკრაინაზე იერიშის შედეგად დაზიანდა უკრაინის ენერგეტიკის ობიექტები

პუბლიკა

რუსეთმა კვლავ დაიწყო მასობრივი შეტევა უკრაინაზე უპილოტო თვითმფრინავებითა და სხვადასხვა ტიპის კრუიზული და ბალისტიკური რაკეტებით.

სარაკეტო თავდასხმები 29 მარტს, გამთენიისას დაიწყეს.

მანამდე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ იყო გაფრთხილება მოსახლეობისადმი და მოწოდება, დაეტოვებინათ საცხოვრებელი სახლები და გადასულიყვნენ თავშესაფარში.

ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დილის 4 საათის შემდეგ დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებები მოხდა დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის და ლვოვის ოლქებში.

თავდასხმის შედეგები ასეთია: დნეპროპეტროვსკის რეგიონში დაზიანდა ელექტროენერგიის რამდენიმე ობიექტი. დაშავდა ექვსი ადამიანი. საჭირო გახდა ელექტროენერგიის გადაუდებელი შეწყვეტა. ვინიცის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატი კერძო სახლს დაეჯახა. მსხვერპლი არ არის.

ჩერკასის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტზე არის სარაკეტო დარტყმები.

უკრაინის სახელმწიფოს მეირ მართულმა კომპანია „ნაფტოგაზმა” განაცხადა, რომ დაზიანდა მისი ობიექტები.

სავარაუდოდ, რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემა, რათა დაიცვას ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა.