რუსეთმა უკრაინაში დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბა - უკრაინის საგარეო

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შენობები დაბომბეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში უცხოური დიპლომატიური მისიების შენობების დაბომბვას. ყველა ეს შემთხვევა დაემატება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელებს, რათა დამნაშავე პასუხისგებაში მისცეს“, – წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უწყების განცხადებით, რუსეთმა დაბომბა მარიუპოლი და ზაპოროჟიე.

„8 სატვირთო მანქანა და 30 ავტობუსი მზად არის იმისთვის, რომ მარიუპოლსა და ზაპოროჟიეში ჩავიდეს ჰუმანიტარული დახმარება და მოხდეს ხალხის ევაკუაცია. რუსეთმა უნდა შეასრულოს ვალდებულებები“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მხარეები ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმდნენ.