რუსეთმა უკრაინაზე ისევ მიიტანა საჰაერო იერიში 

პუბლიკა

13 იანვარის დილას რუსეთმა უკრაინაზე ისევ მიიტანა საჰაერო იერიში. განგაში ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში გამოცხდდა.

კერძოდ: კიევში, ვინიცაში, დნეპროპეტროვსკში, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, პოლტავას, სუმის, ხარკოვის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის რეგიონებში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განცხადებით, რუსეთმა კასპიის ზღვიდან გაუშვა საკრუიზო რაკეტები. 3 რაკეტა იყო ირანული შაჰიდი.

ჯამში, უკრაინული არმიის ცნობით, რუსეთმა ისროლა 40 რაკეტა. ჩამოაგდეს 8, კიდევ 20-მა კი მიზანს ვერ მიაღწია – უკრაინამ მათი სანავიგაციო სისტემა მწყობრიდან გამოიყვანა.

საჰაერო თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კი კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი იმყოფებოდა. მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 2.5 მილიარდი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს.

კიევში ჩავიდა საგრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ პოსტზე 2 დღის წინ დაინიშნა.

ასევე, კიევში ჩასვლას აანონსებს პოლონეთის ახლადადანიშნული პრემიერი, დოლანდ ტუსკი. ეს ამ თანამდებობაზე მისი პირველი ვიზიტი იქნება უკრაინაში.