რუსეთმა უკრაინაზე 10 ივლისს ისევ მიიტანა საჰაერო იერიში მიიტანა, არიან დაღუპულები.
იერიშის მთავარი ობიექტი კიევი იყო. უკრაინის დედაქალაქში ამ თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 16 ადამიანი. დაღუპულთაგან ერთ-ერთი 22 წლის პოლიციელი ქალია.
საჰაერო შეტევა განხორციელდა ჩერნიჰივის, სუმის, პოლტავას, კიროვოგრადისა და ხარკივის ოლქებიც. საჰაერო თავდასხმის განგაში 10 საათს გაგრძელდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ 10 ივლისს, დილის საათებში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 400 დრონი და 18 რაკეტა გაუშვა.
„დღეს მე პარტნიორებთან, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, ვისაუბრებ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და მომგერიებელი დრონების წარმოების დამატებითი დაფინანსების შესახებ. ამოცანები აბსოლუტურად ნათელია. ასეთ რუსულ თავდასხმებს მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს“, – დაწერა ზელენსკიმ.
დღეს, 10 ივლისს „მსურველთა კოალიციის“ მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ერთი დღით ადრე, 9 ივლისს, რუსეთმა უკრაინაზე მთელი ომის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმა განახორციელა, გაუშვა 740-ზე მეტი დრონი და რაკეტა. გუშინდელი თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვოლინის ოლქი იყო. დრონებით რუსეთი ასევე თავს დაესხა ჟიტომირს, კიივსა და სხვა ქალაქებს.