18-19 აგვისტოს ღამეს რუსებმა უკრაინაზე ისევ მიიტანეს საჰაერო იერიში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, რუსული შეტევა გამხორცელდა 5 „ისკანდერ-M“ ბალისტიკური რაკეტით, 5 „X-101“ ფრთოსანი რაკეტით და 270 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და დრონების იმიტატორებით.
შეტევა 18 აგვისტოს, 20:00 საათიდან დაიწყო, როცა რუსებმა უკრაინას 280 საჰაერო თავდასხმის იარაღით შეუტიეს.
„შაჰიდის” ტიპის დრონები და სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინისკენ კურსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებებიდან გაეშვა.
ამასთან, რუსეთმა 5 „ისკანდერ-M“ ბალისტიკური რაკეტა როსტოვისა და ვორონეჟის რეგიონებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.
ასევე გაეშვა Kh-101 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტა კასპიის ზღვიდან.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების წინასწარი მონაცემებით, 09:00 საათის მონაცემებით, მათ ჩამოაგდეს/ჩაახშეს 236 საჰაერო სამიზნე: 230 „შაჰიდი” და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორი, 2 „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 4 Kh-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა.
საჰაერო იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.