პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი Twitter-ზე ეხმაურება კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას.
„დნიპროზე კახოვკის ჰესის განადგურება უკრაინაში რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კატასტროფული შედეგია. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად ეხება ყველას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, რომლებსაც აქვთ ეფექტური გავლენის ინსტრუმენტები, უფრო მძლავრად ჩაერთონ რომ ეს კატასტროფა დასრულდეს“, – წერს პაპუაშვილი Twitter-ზე, სადაც მონიშნულია უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი.
The destruction of the Kakhovka HPP dam on the Dnipro is yet another irresponsible act with catastrophic consequences of the Russian war against Ukraine. Russia must end the brutality that has no borders and negatively influences everybody in the region and beyond. We call on the…
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) June 6, 2023
ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. კაშხალი ათობით მეტრის სიგანეზე ჩამოინგრა. კიევში აცხადებენ, რომ კაშხალი რუსმა სამხედროებმა ააფეთქეს. მოსკოვი კი აფეთქებაში კიევს ადანაშაულებს.