რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა

პუბლიკა

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დაშავდა 13 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს.

სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ მოქალაქეებს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი.

რუსული მხარე იუწყება, რომ დაზიანდა შენობა, სადაც NATO-ს ოფიცრები იყვნენ იმ დროს.