რუსეთს არ უნდა მშვიდობა – მისი რაკეტები ამას ცხადად აჩვენებს - მაია სანდუ

პუბლიკა

„კიდევე ერთი შემზარავი სარაკეტო თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან. კრივო როგის მშვიდობიანი უბანი გაანადგურა ტერორმა. მსხვერპლებს შორის არიან ბავშვებიც. რუსეთს არ უნდა მშვიდობა – მისი რაკეტები ამას ცხადად აჩვენებს. მხოლოდ მიზანმიმართულ საერთაშორისო მოქმედებებს შეუძლია გააჩეროს რუსეთი და დაასრულოს ეს ომი”, – წერს სანდუ სოციალურ ქსელში რითიც უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზე თავდასხმას ეხმაურება.

გუშინ, 4 აპრილს, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ კრივოი როგზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 18 ადამიანი. მათ შორის, 9 ბავშვია.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმამ დაადასტურა, რომ მოსკოვი არ იყო დაინტერესებული მშვიდობით.

„ადამიანები ყოველდღე იღუპებიან. არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გრძელდება: რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა და ჩვენ ამას ვხედავთ. ამას მთელი მსოფლიო ხედავს… ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი უნდა“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, მხოლოდ რუსეთზე მსოფლიო ზეწოლაზე, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და მისი ძალების გაძლიერების მცდელობაზეა დამოკიდებული, როდის დასრულდება ომი.