საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული საქართველოსა და რუსეთს შორის „კიდევ სხვა საკითხებიც” იყოს განხილული.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვაზე, „ამ პოზიტიური ნაბიჯის შემდეგ, შესაძლებელი არის თუ არა, მაგალითად, კომუნიკაციის სხვა ფორმების აღდგენა”.
„ჩვენი მიზანია სუვერენიტეტის შენარჩუნება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რამდენადაც შესაძლებელია მყარი პერსპექტივის შენარჩუნება, რა თქმა უნდა რთულია სწრაფ ტემპებში შედეგების მიღწევა, მაგრამ მთავარია პერსპექტივა. ამ ფარგლებში შეიძლება სხვადასხვა საკითხი იყოს განხილული” – თქვა კობახიძემ.
ამავე ინტერვიუში კობახიძე ამბობს, რომ ამერიკის სავიზო პოლიტიკა მკაცრია, რუსეთისგან განსხვავებით და „ჯობს ელჩმა ამას მიხედოს”.