რუსეთში არარსებული ორგანიზაციის „ექსტრემისტულად“ აღიარებას აპირებენ

პუბლიკა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო არარსებული საერთაშორისო „ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარებას მოითხოვს.

სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ „ეს მოძრაობა რუსეთის მრავალეროვნული ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის განადგურებას ცდილობს”.

რუსეთის უზენაეს სასამართლოში დეპარტამენტის სარჩელის განხილვა 7 ივნისს არის დანიშნული.

„ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა“ ასეთი სახელწოდებით, ისევე როგორც საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ უკვე არის აღიარებული ექსტრემისტულად, არ არსებობს, აღნიშნავს “ОВД-Инфо”.