რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა

პუბლიკა

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 6. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავს პარაშუტისტთა ჯგუფი გადაჰყავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ მენზელინსკთან ჩამოვარდნილ თვითმფრინავში 20 პარაშუტისტი და ბორტის 2 წევრი იმყოფებოდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ავიაკატასტროფა, შესაძლოა, ძრავის გაუმართავობას უკავშირდებოდეს.