რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც უკრაინული მედია წერს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 4. ბელგოროდი უკრაინის საზღვართან მდებარეობს.
ინფორმაციას Ukrayinska Pravda რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით წერს.
გლადკოვის განცხადებით, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე, დაზიანებულია 11 მრავალსართულიანი და 39 კერძო სახლი, მათგან 5 სრულად განადგურდა.
Еще видео из Белгород pic.twitter.com/VjvRFBIL8l
— IgorGirkin (@GirkinGirkin) July 3, 2022