რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 060 შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 18 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ყველაზე მეტი, 6 060 – რუსეთში.

მსოფლიოში ბოლო 24 საათის მონაცემებით, 1 212 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ყველაზე მეტი, 410 ადამიანი ესპანეთში, ხოლო 230 ადამიანი ბელგიაში დაიღუპა.

მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა (738 923) და დაიღუპა (39 015).


ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 2 349 578 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 605 830 განიკურნა, ხოლო 161 259 ადამიანი დაიღუპა.

საქართველოში 394 შემთხვევიდან გამოჯანმრთელებულია 86, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი.