რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელიც შეკეთების შემდეგ ქარხნიდან აეროპორტში მიფრინავდა

პუბლიკა

რუსეთში, მოსკოვის ოლქში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

რუსული სამთავრობო მედია წერს, რომ ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ: სულ 3 ადამიანი – 2 პილოტი და 1 შტურმანი.

არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დაიღუპა.

რუსული წარმოების თვითმფრინავი „სუხოი სუპერჯეტი 100 NEW-95″ ტყის ტერიტორიაზე ცამოვარდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, თვითმფრინავი შეკეთების შემდეგ ქარხნიდან ვნუკოვოს აეროპორტისკენ მიფრინავდა.

ჩამოვარდნილი ლაინერი ავიაკომპანია „გაზპრომ ავიას” ეკუთვნოდა და ექსპლუატაციაში 2014 წლიდან იყო.