რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დღემდე ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთში ჯამში კორონავირუსის 11 917 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 94 ადამიანი, მათ შორის 18 გარდაცვლილი ბოლო ერთ დღეში. ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულია 795 პაციენტი, ხოლო 8 პირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
COVID-19-ის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო 24 საათში სომხეთში. ჯამში 937 პირია ინფიცირებული. გარდაცვლილია სომხეთის 11 მოქალაქე. სომხეთში გამოჯანმრთელებულია 149 პირი, 30 ადამიანი კი სერიოზულ/კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათ შორის გამოჯანმრთელებულია საქართველოს 54 მოქალაქე, ხოლო გარდაცვლილია 3 პირი. კარანტინის რეჟიმშია 4908 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პირი.