რუსეთში, იჟევსკში სკოლის შენობაში პირი შეიჭრა და სროლა ატეხა, არიან დაღუპულები

პუბლიკა

რუსული მედიის ინფორმაციით, უდმურტეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქალაქ იჟევსკის 88-ე საჯარო სკოლაში უცნობი პირი შეიჭრა და სროლა ატეხა.

ინფორმაციას ადასტურებს უდმურტეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღსვანელი. მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდამსხმელმა თავდაპირველად შენობის მიმდებარედ სკოლის მცველი მოკლა, შემდეგ კი შენობაში მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიმართულებით ატეხა სროლა.

ჯერჯერობით ოფიციალური წყაროები მსხვერპლის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ავრცელებენ. რუსული „ტელეგრამ-არხის“ „ბაზას“ ინფორმაციით კი, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვია. დაიჭრა და დაშავდა 18 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა. მან ცეცხლი „მაკაროვის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით გახსნა.