რუსეთში, მოსკოვიდან 6 110 კილომეტრის დაშორებით, ხაბაროვსკის ოლქში ადგილობრივი მოსახლეობა ყოფილი გუბერნატორის სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად უკვე ერთი თვეა აქციებს მართავს.
ფურგალს რუსეთში რამდენიმე მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ის 2020 წლის ივლისში გაათავისუფლეს თანამდებობიდან და 9 ივლისს დააკავეს. ფურგალი ბრალდებას არ აღიარებს. მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ სერგეი ფურგალის დაკავება პოლიტიზირებულია.
Reuters-ის ინფორმაციით, დღეს, 15 ივლისს ხაბაროვსკში ფურგალის მხარდასაჭერი აქცია კიდევ ერთხელ გაიმართა. მათი ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 2 000 ადამიანი შეიკრიბა. ისინი ფურგალის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
სერგეი ფურგალის დაკავების შემდეგ მისი მხარდამჭერი აქციები იმართებოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის, მოსკოვსა სანქტ-პეტერბურგშიც.
როგორც გამოცემა aljazeera წერს, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია“, რომლის წევრიც არის სერგეი ფურგალი, ფედერალური მთავრობის პოლიტიკას არასდროს დაპირისპირებია, თუმცა გუბერნატორის არჩევნებში ფურგალის მოულოდნელი გამარჯვება კრემლისთვის მიუღებელი იყო.