რუსეთში, ტიუმენის ოლქში, კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთის ვიცე-პრემიერის, ტატიანა გოლიკოვას ინფორმაციით, ვირუსი ტრანს-ბაიკალის ტერიტორიაზე ჩინეთის მოქალაქეებს აღმოაჩნდათ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„როსპოტრებნადზორის“ სამსახურის ცნობით, ეს რუსეთში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევაა. „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის, ანა პოპოვას განცხადებით, ორივე ინფიცირებული ჩინეთში იმყოფებოდა და რუსეთში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. პოპოვას რუსეთში ვირუსის გავრცელების საფრთხეს გამორიცხავს.
კორონავირუსი ჩინეთში იანვრის დასაწყისში გამოჩნდა. ამჟამად 10 000-მდე ადამიანია დაინფიცირებული, ვირუსს 2000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.