რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები აქციებს მართავენ. ისინი რუსი პოლიტიკოსის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვენ.
გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნებული ალექსეი ნავალნი 17 იანვარს აეროპორტში დააკავეს, სასამართლომ კი 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
CNN-ის ცნობით, დღევანდელ აქციაზე დაკავებულია 1600-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია. გამოცემის ცნობით, ის მას შემდეგ დააკავეს რაც შეუერთდა საპროტესტო აქციას – „ნავალნის თავისუფლებისთვის“.
ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით ქვეყნის ასზე მეტ ქალაქში აქციები გასულ შაბათ-კვირასაც გაიმართა.