რუსეთში ნავთობბაზა აფეთქდა, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელების თავდასხმის შემდეგ

პუბლიკა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინაზე თავდასხმისთვის ერთ-ერთი პლაცდარმი იყო, ნავთობბაზა აფეთქდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, რომელიც ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორს ეყრდნობა, ნავთობბაზაზე იერიში უკრაინელებმა მიიტანეს. გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ობიექტს ცეცხლი ორმა მოიერიშე Mi-24 ტიპის ვერტმფრენმა გაუხსნა. რის შემდეგაც ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა და მოხდა აფეთქებები.

თუმცა, კადრებში გარკვევით არ ჩანს, ზუსტად რომელი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის ვერტმფრენები. უკრაინის ხელისუფლება კი ჯერჯერობით არ ადასტურებს რუსეთის ტერიტორიაზე მათ იერიშს.

ერთი კვირის წინ ბელგოროდში დაიწვა იარაღის საწყობიც. მაშინაც რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ საწყობი უკრაინელებმა ააფეთქეს.