რუსეთში ომის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე 800-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს

პუბლიკა

დღეს რუსეთის არაერთ ქალაქში უკრაინაში მიმდინარე ომისა და პუტინის წინააღმდეგ აქციები გაიმართა. BBC ამ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველებმა 37 ქალაქში, ჯამში, გასაპროტესტებლად გამოსული 817 მოქალაქე დააკავეს.

მათ შორის, როგორც მოსკოვის ძალოვან სტრუქტურებში აცხადებენ, რუსეთის დედაქალაქში აქციის 300-ზე მეტი მონაწილეა დაკავებული.

რუსეთში გამართული აქციებიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აკავებენ აქციაზე მდგარ მოქალაქეებს, ასევე აქციის მონაწილეებს ცარიელი ფურცლის ან ისეთი ბანერის გაშლის გამო, რომელზეც მხოლოდ წერია – „ორი სიტყვა“. დღეს დაკავებულთა შორის მოხვდნენ ჟურნალსიტებიც, რომელთაც პრესის მაიდინტიფიცირებელი ნიშნები ჰქონდათ.

საპროტესტო გამოსვლებისკენ რუსეთის მოქალაქეებს რამდენიმე დღის წინ ციხიდან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ მოუწოდა.