რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისთვის 6 000-მდე ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ომის საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციებზე  სულ 5 942 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ CNN წერს, დამოუკიდებელი მონიტორინგის საიტის – OVD-Info-ზე დაყრდნობით.

ბოლო მონაცემებით, გუშინ, კვირას, ქვეყნის 57 ქალაქში დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო 2 802 ადამიანი დააკავეს, მათ შორის – მოსკოვში 1275 ადამიანი.

გამოცემის ცნობით, ხუთშაბათს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გააფრთხილა მოქალაქეები, რომ ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაში მონაწილეობა უკანონო იყო.