რუსეთში პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენს, მიხეილ ხუბუტიას ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ

პუბლიკა

რუსეთში მოღვაწე, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ქართული წარმოშობის ბიზნესმენს, მიხეილ ხუბუტიას ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

რუსული მედიები წერენ, რომ სამართალდამცავების ადგილზე მისვლისას ხუბუტია უკვე გაქცეული იყო. ქალი მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას აქვს ორივე ფეხის მოტეხილობა.

ხუბუტია რუსეთში მცხოვრებ ქართველთა კავშირის ხელმძღვანელი იყო, ის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პირია და დაჯილდოებულია რუსეთის პრეზიდენტის მედლით, „მოქალაქეთა პატრიოტულ აღზრდაში აქტიური მონაწილეობისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 60 წლისთავის აღნიშვნაში დიდი წვლილის შეტანისთვის.“