რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო – ხმის მიცემის პროცესი 3 დღეს გასტანს და 17 მარტს დასრულდება.
მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რომელიც ძალაუფლებას 2001 წლიდან ფლობს, 3 ფორმალური კონკურენტი ჰყავს:
ნიკოლაი ხარიტონოვი – დუმას 75 წლის წევრი, კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი.
ლეონიდ სლუტსკი – 56 წლის, „ულტრანაციონალისტური რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის” (LDPR) ლიდერი.
ვლადისლავ დავანკოვი – 40 წლის, რუსეთის დუმის ქვედა პალატის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური პარტია „ახალი ხალხის დეპუტატი”.
მოჩვენებითი არჩევნების შედეგად პუტინის ძალაუფლება 2030-იანი წლების დასაწყისამდე განმტკიცდება.
საარჩევნო პროცესი მთელი რუსეთის მასშტაბით მიმდინარეობს. გარდა რუსეთისა, საარჩევნო უბნები გახსნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის ყირიმსა და დნესტრისპირეთში.
რუსული კვლევითი არასამთავრობო ორგანიზაცია The Levada Center-ის თანახმად, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის რეიტინგი 80%-ს აღემატება.