რუსეთში უკრაინის კონსული დააკავეს | BBC

პუბლიკა

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა რუსეთში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა.

როგორც BBC-სი უკრაინული ბიურო წერს, ამის შესახებ საუბარია „ეფ -ეს-ბეს“ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, დიპლომატი დააკავეს 16 აპრილს. ანგარიშის თანახმად, კონსული ამ დროს  ხვდებოდა რუსეთის მოქალაქეს, რომლისგანაც უნდა მიეღო „დახურული ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სამართალდამცავი ორგანოებისა და რუსეთის FSB- ის მონაცემთა ბაზებს”.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო.

„ეს არის მორიგი პროვოკაცია რუსეთის დესტაბილიზაციის მოქმედებების ფონზე,” – განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ BBC News უკრაინას.

მისი თქმით, კონსული რამდენიმე საათით დააკავეს, ახლა ის უკრაინის დიპლომატიურ მისიაში იმყოფება და მისი დაკავების გარემოებები ირკვევა.