რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, დრონების თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

პუბლიკა

რუსეთში, ვორონეჟის ოლქში, იარაღის საწყობზე თავდასხმას ძლიერი აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.

ადგილობრივი გუბერნატორის თქმით, მიმდინარეობს ახლოს განთავსებული დასახლების ევაკუაცია და ადამიანები გადაჰყავთ დროებით თავშესაფრებში.

ასევე რუსი ოფიციალური პირების თქმით, აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.