დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული მიზანია.
„რუსეთთან გაერთიანება ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ჩვენი გზაა და ხალხის მისწრაფება. ჩვენ ამ გზაზე ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი“, – აცხადებს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი.
რუსეთს სამხრეთ ოსეთი აფხაზეთთან ერთად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს აღიარებული.