უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური შეტევა იყო რუსეთის რამდენიმე რაიონზე, მათ შორის მოსკოვის ოლქზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით 337 დრონი ჩამოაგდეს, მათგან ყველაზე მეტი – 126 კურსკის ოლქში, ხოლო 91 მოსკოვის ოლქის თავზე.
თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლიც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა. მისივე ცნობით:
- მოსკოვის ოლქის ლენინსკის ურბანულ რაიონში 6 ადამიანი დაშავდა, იონში დრონები ჩაცვივდა კომპანიების – „MoсКокс“-სა და „Сантехкомплект“-ს საწყობებში.
- დომოდედოვოში კომპანია „მირატორგის“ თანამშრომელი, 38 წლის კაცი დაიღუპა. გუბერნატორის თქმით, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი – 50 წლისა და 44 წლის კაცები კლინიკებში გადაიყვანეს. უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოცვენის შედეგად ავტოსადგომზე ხანძარი გაჩნდა, დაიწვა 20-ზე მეტი მანქანა. ასევე დომოდედოვოში, სოფელ კოტლიაკოვოში 43 წლის ქალი დაშავდა, ის კლინიკაშია გადაყვანილი.
- რამენსკოეში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, 5-მა ადამიანმა სამედიცინო დახმარება მოითხოვა, მათ ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონიათ.
მოსკოვის აეროპორტებში შეჩერდა ფრენა.
უკრაინულ მხარეს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.