რუსი სამხედროები შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო იყინებიან​ – პენტაგონის მაღალჩინოსანი

პუბლიკა

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის განცხადებით, ცივი ამინდის შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო​ რუსი სამხედროები იყინებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ გაყინული სამხედროები გაჰყავთ საომარი მოქმედებების ზონიდან.

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, გარდა სათანადო აღჭურვილობის ნაკლებობისა, რუსულ სამხედროებს საკვებისა და საწვავის დეფიციტი აქვთ. მისივე თქმით, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე რუსულ ჯარს კვლავ აწუხებს ლოჯისტიკის პრობლემები.

პენტაგონის მაღალჩინოსნის თქმით, რუსებს ასევე აქვთ სარდლობის პრობლემაც, რამაც გაართულა კომუნიკაცია, ლოჯისტიკა და მდგრადობა.