დღეს, 2 ოქტომბერს რუსმა ჟურნალისტმა, ირინა სლავინამ, ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდის პოლიციის განყოფილების წინ თავი დაიწვა. ინფორმაციას მედია გამოცემა MEDUZA ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჟურნალისტი დამწვრობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა. ირინა სლავინა Koza.Press–ის მთავარმა რედაქტორი იყო. შემთხვევამდე ჟურნალისტმა გამოაქვეყნა Facebook-პოსტი, სადაც წერია: „გთხოვთ, ჩემს სიკვდილში რუსეთის ფედერაცია დაადანაშაულოთ“.
თავის დაწვამდე 1 დღით ადრე, ირინა სლავინა სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა და მისივე თქმით, პოლიცია სლავინას ოპოზიციასთან კავშირის მტკიცებულებებს ეძებდა.