უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა პოლტავა დაბომბეს – შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 41 ადამიანი. ზელენსკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 180-ს აჭარბებს.
ის აღნიშნავს, რომ რუსებმა უკრაინის ქალაქს, სავარაუდოდ, ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. მისი ცნობით, ოკუპანტებმა შეტევა განახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ დაინგრა ერთ-ერთი საგანმანათლებლო შენობაც. უკრაინის ხელისუფლებამ პოლტავაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.