რუსმა სამხედროებმა ჰოსტომელში მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისას ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent ავრცელებს.
გამოცემა ეროვნული პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ ევაკუირებულთა პირველმა 10-მა ავტობუსმა უსაფრთხოდ დატოვა ქალაქი, ხოლო დარჩენილ 4 ავტობუსს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი მამაკაცი.