მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები დაარბიეს, მათ გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს – ისინი მსვლელობას აგრძელებენ, თუმცა საბოლოო დანიშნულების ადგილი უცნობია.
წყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალების ნაწილი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარედ განლაგდნენ.
პარლამენტთან აქციის დაწყებისთანავე ადგილზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა განთავსდა – მათ მალევე დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენება და მოქალაქეების ძალადობრივად დაკავება. ისინი პერიოდულად იყენებდნენ გაზის კაფსულებსა და ჭავლს.