რუსთაველის გამზირზე პოლიცია აქციას ძალადობრივად შლის – საპოლიციო ძალები მოქალაქეებს დაედევნნენ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და რამდენიმე მათგანი ძალადობრივად დააკავეს. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც. სპეცრაზმი ამ წუთებში განლაგებულებია რუსთაველის გამზირის სხვადასხვა ლოკაციაზე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა – საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მალევე დაიწყეს წყლის ჭავლის გამოყენება როგორც შენობის შიდა ტერიტორიიდან, ასევე, ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან.
აქციის დაწყებიდან მალევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განცხადება გააკეთა და მოუწოდა მოქალაქეებს „არ გასცდნენ კანონის ჩარჩოებს, ვინაიდან შსს-ის დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას კანონი“.