რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი პროტესტის მონაწილეებს შლის. გაუშვეს ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი. ამ ეტაპზე სრულიად დაკავებული აქვს სპეცრაზმს პარლამენტის მიმდინარე ტერიტორია. აკავებენ ასევე მოქალაქეებს.
აქციის მონაწილეები მიმდებარე ქუჩებზე გაიფანტნენ. უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.
რუსთველის გამზირის მიმდებარედ მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.