რუსთაველზე აქციას სტუდენტები უერთდებიან

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელზეც მოქალაქეები დღეს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, სტუდენტები უერთდებიან.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის ცნობით, აქციას შეურთდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თსუ-ის სტუდენტების ნაწილი.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

პარლამენტის შენობასთან კენჭისყრის პარალელურად მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობდა.