რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 პირი დააკავა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 2 პირი, სავარაუდოდ, დააკავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები და მოქალაქეები ავრცელებენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნას ცდილობდნენ, რა დროსაც ე.წ. ტროტუარიდან მოქალაქე წაიყვანეს.

დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.