რუსთაველზე ოპოზიციის საპროტესტო აქცია იწყება

პუბლიკა

ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იწყება.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან.

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.

მათ ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ – ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა.

? რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია იწყება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მხარდამჭერებთან ერთად…

Posted by პუბლიკა • Publika on Sunday, November 8, 2020

 

აქცია თბილისში, სხვადასხვა ადგილზე დაიწყო და მსვლელობით პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა.

აქციას ხელისუფლებაც გამოეხმაურა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მათთვის ეს აქცია რისკს არ შეიცავს. მისი თქმით, ოპოზიციას 12 000-მდე ადამიანის შეკრება სურთ, თუმცა ამასაც ვერ ახერხებენ.