თბილისში, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ორგანიზებული საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. პარლამენტის წინ სხვადასხვა პარტიის ასობით მხარდამჭერია შეკრებილი.
„ეს არ იყო არჩევნები. ეს იყო ომი და ეს ომი ჩვენ არ წაგვიგია“, – ამ განცხადებით მოუწოდა გუშინ, 31 ოქტომბერს, გვიან ღამით, ნიკა მელიამ ამომრჩეველს, პარლამენტის წინ შეკრებილიყო.
ოპოზიციური პარტიები უნდობლობას უცხადებენ არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. მათი ნაწილის თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არის ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია კონსულტაციების შედეგად მიიღებს.