ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იწყება.
„ვარყიოთ რეჟიმი სანამ არ ჩამოინგრევა!” – ამ ლოზუნგით დაანონსა ნიკა მელიამ დღევანდელი აქცია.
მისი თქმით, “საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას იწვევს ჩვენი გაუტეხელი, არაძალადობრივი,პროტესტი და წინააღმდეგობა”.
საპროტესტო აქციები პერმანენტულად იმართება ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე.
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 44-ე დღეა. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ელენე ხოშტარია 11-ე დღეა შიმშილობს, დღეს შიმშილობა დაიწყო „გირჩის” წევრმა, იმედა კლდიაშვილმაც.