ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს” ახალი დირექტორი ჰყავს. „მედია ჰოლდინგის“ ახალ ხელმძღვანელად რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე დაინიშნა. ინფორმაციას „რუსთავი 2″ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბაკურაძე თანამშრომლებს არხის ყოფილმა დირექტორმა, ვაკო ავალიანმა წარუდგინა, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს საქმიანობას.
ცოტა ხნის წინ Prime Time-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მედია ჰოლდინგის“ [„რუსთავი 2“ და Prime Time] დირექტორი ვაკო ავალიანი თანამდებობას ტოვებს.
ბაკურ ბაკურაძე გასულ წლებში „ქართული ოცნების“ ღონისძიებების რეჟისორი იყო. ის პარტიის მხარდამჭერია და ხშირად გამოთქვამს პოლიტიკურ მოსაზრებებს პროპაგანდისტული „იმედის“ ტოქშოუ „იმედი LIVE-სა“ თუ სხვა ფორმატებში.