„რუსთავი 2-ის” დაკვეთით Survation-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან უმრავლესობა 55,7 % ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემს. „ნაციონალურ მოძრაობას” 16,2 %. მესამე ადგილზე რეიტინგის მიხედვით არის გიორგი ვაშაძე -” სტრატეგია აღმაშენებელი”, რომელსაც გამოკითხულთა – 6,0 % უჭერს მხარს, “ევროპული საქართველო” – 5,6%-ით, “ლეიბორისტული პარტია” – 4,5 %ით, და “პატრიოტთა ალიანსი” – 3,9 %-ით.
ლელო აღნიშნული გამოკითხვებით 3,7%-ს აიღებდა, გირჩი 2,2%-ს, ერთიანი საქართველო 1%-ს, თავისუფალი დემოკრატები 0,5%-ს, ხოლო 0,7% აქვს სხვა პარტიას.
კითხვაზე: „დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რამდენად მიიღებდით მონაწილეობას”, გამოკითხულთა 68,9% აცხადებს, რომ ამაში თითქმის დარწმუნებულია. 12,5%-ის თქმით, მონაწილეობას ალბათ მიიღებს, 12,2% კი აცხადებს, რომ ან მიიღებს მონაწილეობას, ან არა. გამოკითხულთა 6,2%-ის თქმით, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, 0,4%-მა კი ან არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ბრიტანულმა კომპანია Survation-მა, 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 1 200 ადამიანი გამოკითხა. კითხვა დაისვა,- რომელ პარტიას მისცემთ ხმას და ამავე პასუხის დასაზუსტებლად კვლევის ავტორები გამოკითხულებს ჩაეკითხნენ, რამდენად დარწმუნებულები არიან, რომ პოზიციას არ შეიცვლიან.